რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა, რეფერენდუმზე გაიტანოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა, რეფერენდუმზე გაიტანოს

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა, რეფერენდუმზე გაიტანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიუსელი მათ მიღებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დროულად არ განსაზღვრავს.

„ისინი კვლავინდებურად აჭიანურებენ საქმეს. ევროკავშირის წევრები ისეთი ქვეყნები გახდნენ, რომელთა შედარებაც ჩვენთან არ შეიძლება. ამ ლოგიკით, მოგვიწევს მივმართოთ ჩვენს 81 მილიონიან მოსახლეობას და ვნახოთ რას იტყვიან ევროკავშირთან დაკავშირებით”, – განაცხადა ერდოღანმა სტამბოლის ფორუმზე გამოსვლისას.
თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა. წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადი კი, 1987 წელს წარადგინა. თუმცა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიძაბა, როდესაც ანკარამ მასობრივი დაკავებები დაიწყო.