რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე მურატ ჯეთინქაიას მოადგილე დაინიშნა.

მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია. თუმცა გავრცელებული ცნობით, რიგ საკითხებზე მთავრობასა და ჯეთინქაიას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, რის გამოც, პრეზიდენტმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

მურათ ჯეთინქაია თურქეთის ცენტრალური ბანკს 2016 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.