რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაზე შექმნილი ვითარება განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაზე შექმნილი ვითარება განიხილა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას. მისივე თქმით, თურქეთი ყოველთვის მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარების მცდელობებს შეუერთდეს.
ცნობისთვის, შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში დრონებმა ორ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანეს.
Cumhurbaşkanımız Sayın Recep Tayyip Erdoğan, Rusya Devlet Başkanı Vladimir Putin ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
Görüşmede Türkiye-Rusya ikili ilişkileri ile bölgesel ve küresel konular ele alındı.
Cumhurbaşkanı Erdoğan, Karadeniz’de seyrüsefer emniyetinin sağlanması için yapılan çalışmaların önem arz ettiğini, Türkiye olarak Rusya ile Ukrayna arasında doğrudan temaslara başlanmasına ilişkin gayretlere katkı vermeye her zaman hazır olduğumuzu ifade etti.
Cumhurbaşkanımız görüşmede Rusya Devlet Başkanı Putin’in doğum gününü ve partisinin Duma seçimlerindeki başarısını tebrik etti.
— T.C. İletişim Başkanlığı (@iletisim) October 7, 2026