რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებული სამაშველო ოპერაციისთვის ბოდიში მოიხადა.

„მიწისძვრების დამანგრეველი შედეგების და უამინდობის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო პირველ დღეებში ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ადიამანის პროვინციაში სტუმრობის დროს.

დასავლური მედიის შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა და მთავრობის მიწისძვრაზე რეაგირება, შეიძლება, იყოს საკვანძო საკითხი მომავალ საყოველთაო არჩევნებში.