რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს ვახშამზე უმასპინძლა 

21:49, 12.08.2025

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვახშამზე უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვახშამზე პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართა შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მსგავსი