რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ლიდერს აცრა ანკარის საავადმყოფოში გაუკეთდა.

ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ერდოღანმა სოციალურ ქსელს „ტელეგრამში“ გაავრცელა.

მანამდე ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდათ ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩასა და კორონავირუსის საკითხზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტის წევრებს.

ჩინური წარმოების პრეპარატით „სინოვაკით“ ვაქცინაცია თურქეთში დღეიდან დაიწყო.