რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თეირანისთვის ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელება სასარგებლოა და ანკარა ამ საკითხში ირანს მხარდაჭერას გაუწევს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თეირანისთვის ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელება სასარგებლოა და ანკარა ამ საკითხში ირანს მხარდაჭერას გაუწევს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება სასარგებლოა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანს განუცხადა, რომ თეირანისთვის ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელება სასარგებლოა და ანკარა ამ საკითხში ირანს მხარდაჭერას გაუწევს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ორივე მხარისთვის სასარგებლოა.