რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და შარლ მიშელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე ისაუბრეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და შარლ მიშელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე ისაუბრეს. „ანადოლუს“ ინფორმაციით, საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მიერ პროვოკაციული განცხადებები რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრას ხელს არ შეუწყობს. ერდოღანმა ასევ განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლისა და რეგიონული მშვიდობის კუთხით ევროკავშირისთვის გულწრფელობის გამოცდა იქნება.

თურქეთს პრეზიდენტმა საუბრისას ევროკავშირის ინსტიტუტებს სამართლიანობისკენ, მიუკერძოებლობისკენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„როიტერი“ წერს, რომ შარლ მიშელმა თავის მხრივ ერდოღანს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთან დაკავშირებით მრავალმხრივი კონფერენციის ჩატარება ურჩია.

საბერძნეთი და თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე დავობენ.