რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც უკრაინული მედია ბელარუსის პრეზიდენტის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით წერს, ლიდერებმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. ლიდერების საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ასევე, მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ერდოღანთან საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც განიხილა. თურქეთის პრეზიდენტმა კი მზადყოფნა გამოთქვა, წვლილი შეიტანოს სიტუაციის დარეგულირებაში.