რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიასა და გერმანიაში გაცილებით მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე თურქეთში
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიასა და გერმანიაში გაცილებით მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე თურქეთში

გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმა მესამედმა საყოველთაო არჩევნებში ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, ავსტრიაში კი გაცილებით დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავსტრიაში ერდოღანმა იქ მცხოვრები თურქების 70 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

საერთო ჯამში , ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შედეგად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში მონაწილეთა 52.5 %- ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვება  პირველივე ტურში მოიპოვა.