რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სირიაში თურქეთის პრეზიდენტმა გაიმარჯვა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვილი, ესრა ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სირიაში თურქეთის პრეზიდენტმა გაიმარჯვა.
ესრა ერდოღანი სოციალურ ქსელში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას თურქეთის მომხრე ისლამისტების დროშის გამოსახულებით კაშნე აქვს მოხვეული.
„ასადი დაეცა და ლიდერმა ერდოღანმა გაიმარჯვა”, – წერს ესრა ერდoღანი სოციალურ ქსელში.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია პროთურქული დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამის“ მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოს აღების შესახებ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყანა დატოვა.