რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი - ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხრივ პროგრესი შესაძლებელი იქნება, თუ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი - ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხრივ პროგრესი შესაძლებელი იქნება, თუ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხრივ პროგრესი შესაძლებელი იქნება, თუ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერდოღანის მთავარ მრჩეველს იბრაჰიმ კალინს დღეს შვედ, ფინელ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ნატო-ს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს. ასევე ხაზი გაესვა გარემოებას, რომ თუ თურქეთის მოლოდინები დაკმაყოფილებული არ იქნება, პროგრესი ვერ მიიღწევა.

18 მაისს ნიუ-იორკში შედგა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეხვედრაც.

თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ქურთების მუშათა პარტიის წევრების შეფარებაში სდებს ბრალს, რომელთაც თავად ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად მოიაზრებს.