რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში ინფლაციის ზრდის გამო მომავალ წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში ინფლაციის ზრდის გამო მომავალ წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება

თურქეთში ინფლაციის გამო 2023 წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის მოქალაქეთა მინიმალური ანაზღაურება ივლისში დადგენილ რაოდენობასთან შედარებით – 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 100%-ით მოიმატებს.

ამჟამად თურქეთში მინიმალური ხელფასი 8 506 ლირაა, რაც 455 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, თურქეთში წლიური ინფლაცია 85%-ზე მაღალი იყო, თუმცა ნელ-ნელა კლება დაიწყო. ექსპერტების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ თურქეთში რეალური ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და შეიძლება, 186 პროცენტს შეადგენდეს.