რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალურმა ანკარამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის უწყვეტი გადაადგილება უზრუნველყო
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალურმა ანკარამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის უწყვეტი გადაადგილება უზრუნველყო

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალურმა ანკარამ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის უწყვეტი გადაადგილება უზრუნველყო.

აღნიშნულის შესახებ მან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მე-12 საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქი ლიდერის თქმით, მათთვის შესაძლებელი გახდა ისეთი კომპანიების შეკრება, რომლებიც აწარმოებენ სარკინიგზო სისტემის ტრანსპორტს ერთ ჭერქვეშ და მომავალი წლიდან გეგმავენ უკვე ეროვნული ელმავლის წარმოების დაწყებას.

მისივე განცხადებით, ოფიციალური ანკარასთვის საზღვაო მიმართულებით უდიდესი დატვირთვა აქვს ე.წ. სტამბოლის არხს, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტია და სხვა ქვეყნები თურქული სრუტეების გამოყენებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დატოვე კომენტარი