რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შემთხვევაში, თურქეთისთვის „F-16“-ების მიყიდვის საკითხს მხარს დაუჭერს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შემთხვევაში, თურქეთისთვის „F-16“-ების მიყიდვის საკითხს მხარს დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა, რომ თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას თუ მოახდენს, ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში მხარს დაუჭერს თურქეთისთვის „F-16“-ების მიყიდვის საკითხს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთმა ვილნიუსში აიღო ვალდებულებები. „ველოდებით, რომ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, „აშშ-ის კონგრესში „F-16“-ის საკითხზე პოზიტიური მოვლენები იქნება თუ კანადაში დაპირებების შესრულება, ეს დააჩქარებს თურქეთის გადაწყვეტილებას შვედეთის შესახებ“.