რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ავღანეთში სამომავლო პროცესს „თალიბანის“ ქმედება და არა სიტყვები განსაზღვრავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ავღანეთში სამომავლო პროცესს „თალიბანის“ ქმედება და არა სიტყვები განსაზღვრავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ავღანეთში სამომავლო პროცესს „თალიბანის“ ქმედება და არა სიტყვები განსაზღვრავს.

მანასკერტის ბრძოლის 950 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთის მთავრობას „თალიბანის“ ლიდერების შეტყობინებებთან მიმართებით ჯერ ფრთხილი ოპტიმიზმი აქვს.

ავღანეთში სტაბილურობის მიღწევის მნიშვნელობაზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ამ მიზნით ანკარა აგრძელებს „მჭიდრო დიალოგს“ ქვეყნის ყველა მხარესთან. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ავღანეთში ყოვლისმომცველი მთავრობის ფორმირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ომით დაზარალებულ ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს სახელისუფლებო უფლებამოსილების უფსკრულის შევსება საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად.

„საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაეხმაროს ავღანეთს ამ რთულ დროს და გამოიჩინოს სოლიდარობა, იმის მიუხედავად, ვინ მართავს ქვეყანას“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.