რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი
ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბური ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი გზა შეიძლება გაიხსნას განტოლებით, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად და სამართლიანად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ, ყველას გვეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.