რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, როდესაც ვინმე ჩვენს მიწას ემუქრება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, როდესაც ვინმე ჩვენს მიწას ემუქრება

სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალები თავდასხმებს თუ არ შეწყვეტენ, თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს არ შეუძლია, გაუმკლავდეს მიგრანტების ახალ ტალღას და ანკარა საზღვრებთან ახალი საფრთხეების გაჩენას არ დაუშვებს, თუნდაც ეს სამხედრო ძალის გამოყენებას ნიშნავდეს.

„ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, როდესაც ვინმე ჩვენს მიწას ემუქრება. არჩევანი აღარ გვექნება, გარდა იმისა, რომ იმავე გზას მივმართოთ, თუ იდლიბში ვითარება სწრაფად არ დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. თავს არ შევიკავებთ გავაკეთოთ ყველაფერი აუცილებელი, მათ შორის არის სამხედრო ძალის გამოყენება,“ – აღნიშნა ერდოღანმა.

რუსეთის სამხედრო ავიაციის დახმარებით, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიერ კონტროლირებული სირიის ბოლო რეგიონის დაკავებას გასული წლის აპრილის შემდეგ ცდილობენ.