რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვწუხვართ ვერტმფრენის ინციდენტის გამო, იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივიღებ სასიხარულო ამბებს პრეზიდენტ რაისისა და მისი დელეგაციის შესახებ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვწუხვართ ვერტმფრენის ინციდენტის გამო, იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივიღებ სასიხარულო ამბებს პრეზიდენტ რაისისა და მისი დელეგაციის შესახებ

ძალიან ვწუხვართ ირანის პრეზიდენტის, ჩემი ძმის, იბრაჰიმ რაისისა და მისი დელეგაციის ვერტმფრენის ინციდენტის გამო. როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინციდენტს, ირანის ხელისუფლებასთან კონტაქტით და კოორდინაციით, მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ერის სახელით ვუსურვებ საუკეთესო სურვილებს მეზობელ, მეგობარ, მოძმე ირანელ ხალხს და მთავრობას. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივიღებ სასიხარულო ამბებს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის შესახებ“, – წერს ერდოღანი X-ზე.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიცაა.