რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ​ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ​ზაპოროჟიეს ატომური ელექსტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ​ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს.

„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს პუტინთან და ვთხოვ მას, რომ რუსეთმა გააკეთოს რაც აუცილებელია, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო მშვიდობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს სტუმრობდა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოვში შეხვდა. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები, რომელშიც გაერო-ს გენერალური მდივანიც მონაწილეობდა. ლიდერებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

გაერო მოითხოვს, რომ სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. მოსკოვი ამ წინადადებას არ ეთანხმება.

დატოვე კომენტარი