რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვისურვებდით, სომეხმა ხალხმა თავი დააღწიოს ისეთ ლიდერებს, რომლებიც მათ წარსულის სიცრუით ანუგეშებენ და სიღარიბეში აცხოვრებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვისურვებდით, სომეხმა ხალხმა თავი დააღწიოს ისეთ ლიდერებს, რომლებიც მათ წარსულის სიცრუით ანუგეშებენ და სიღარიბეში აცხოვრებენ

ვისურვებდით, სომეხმა ხალხმა თავი დააღწიოს ისეთ ლიდერებს, რომლებიც მათ წარსულის სიცრუით ანუგეშებენ და სიღარიბეში აცხოვრებენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რასაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ სომეხი ხალხი მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით გაკვეთილს ისწავლის, ეს ახალი ერის დასაწყისი იქნება.

„როიტერის“ ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ განაცხადა სექტემბერშიც, მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი ომის დაწყების დროს.

თურქეთის პრეზიდენტი დღეს ბაქოში გამართულ აღლუმს დაესწრო.

„პრეზიდენტი ერდოღანი ჩვენს პოზიციას თავიდანვე უჭერდა მხარს. ამ აღლუმში ერთობლივად მონაწილოებით ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არამედ მთელს მსოფლიოს ვანახებთ ჩვენს ერთიანობას“ – განაცხადა ზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.