რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვაფასებთ ძალისხმევას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ვეუბნები ევროკავშირის წევრებს, რატომ გაშფოთებთ თურქეთის ევროკავშირში შეყვანის საკითხი?
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვაფასებთ ძალისხმევას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ვეუბნები ევროკავშირის წევრებს, რატომ გაშფოთებთ თურქეთის ევროკავშირში შეყვანის საკითხი?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მიმართავს კითხვით, დააყენებს თუ არა ბრიუსელი დღის წესრიგში თურქეთის წევრობას ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანი ბრიუსელს მოუწოდებს, გამოიჩინოს იგივე მგრძნობიარობა, რაც მან უკრაინის მიმართ გამოიჩინა წევრობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაფასებთ ძალისხმევას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ვეუბნები ევროკავშირის ამ წევრებს, რატომ გაშფოთებთ თურქეთის ევროკავშირში შეყვანის საკითხი? გამოიჩინეთ იგივე მგრძნობელობა თურქეთის მიმართ, როგორც უკრაინის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ვინმე თავს დაესხმება, თურქეთს დღის წესრიგში დააყენებთ?“ – აღნიშნა ერდოღანმა.