რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით მსოფლიო სამეულში ვართ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით მსოფლიო სამეულში ვართ

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით იგი ქვეყანას მსოფლიო ლიდერად აქცევს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენ შევქმნით უპილოტო საფრენი აპარატების ფლოტს. ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით მსოფლიო სამეულში ვართ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.