რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს

უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თავდაპირველად, უკრაინა ჩამოკიდებული იყო ამ საკითხზე, მაგრამ მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო საუბარი რომ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ს წევრობაზე. კიდევ ერთი საკითხია რუსულის ოფიციალურ ენად მიღება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული არის ენა, რომელზეც თითქმის ყველგან საუბრობენ უკრაინაში. არც ამ ეტაპზეა პრობლემა”, – თქვა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, კვლავ რჩება ტერიტორიული დავების საკითხი დონბასსა და ყირიმზე.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან კომპომისებთან დაკავშირებით რეფერენდუმის საჭიროებაზე ზელენსკის განცხადება „გონივრული ლიდერობა“ იყო. ზელენსკიმ თქვა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანაში, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მისი მიერ.