რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ

ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, გაცვლა მოხდა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც მან აწარმოა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

„თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამომავლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მაგალითად, როგორც კი დავბრუნდებით, ისევ დავურეკავთ ლიდერებს და მათთან გავაგრძელებთ სატელეფონო დიპლომატიას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.