რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი არ არის და თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში გრძელდება

16:08, 25.12.2020

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი არ არის და თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში გრძელდება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად, მთავარი პრობლემა მაღალ თანამდებობებზე მყოფ პირებს უკავშირდება. ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პოლიტიკა პალესტინის წინააღმდეგ თურქეთისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანაკარას ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.

 

მსგავსი