რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ვლადიმერ პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთს დავუწესებთ სანქციებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ვლადიმერ პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთს დავუწესებთ სანქციებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განსაკუთრებული და მზარდი ურთიერთობა აქვს. აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, როგორც დასავლეთმა გააკეთა. არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო და გვაქვს პოზიტიური ურთიერთობა რუსეთთან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც რეჯეფ თაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რუსეთს და თურქეთს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ.