რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა
თურქეთმა შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ახალი აღმოჩენის ეკონომიკური ღირებულება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ამ აღმოჩენით ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის საცხოვრებელი სახლების ბუნებრივი აირის მოთხოვნილებას სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბადო „გოკთეპე-3“-ის ჭაბურღილში, 3 500 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს.