რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები შეიძინა

23:51, 12.06.2019

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები უკვე შეიძინა. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მე არ ვამბობ, რომ თურქეთი შეიძენს ეს-400-ს. მე ვამბობს, რომ თურქეთმა ეს შეიარაღება უკვე შეიძინა და ეს დამთავრებული ამბავია. ეს-400-ებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსნებთ მანამდე აშშ-მა ულტიმატუმი წაუყენა თურქეთს და 31 ივლისამდე რუსეთისგან ეს-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოებაში მონაწილობას და მათ ყიდვას აუკრძალავს.

მსგავსი