რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა განუცხადა მოკავშირეებს, რომ ის ეწინააღმდეგება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრობას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა განუცხადა მოკავშირეებს, რომ ის ეწინააღმდეგება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრობას

თურქეთმა განუცხადა მოკავშირეებს, რომ ის ეწინააღმდეგება ნატო-ში შვედეთისა დ აფინეთის წევრობას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ ვუთხარით ჩვენს მოკავშირეებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში წევრობას „არას“ ვეტყვით“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის მტკიცებით, შვედეთი და ფინეთი იფარებენ და აფინანსებენ „ტერორისტებს“ და მათ იარაღით ამარაგებენ. კერძოდ, როგორც მედია წერს, თურქეთის ხელისუფლება შვედეთს და ფინეთს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სირიელი ქურთების მხარდაჭერაში სდებს ბრალს, რომლებსაც თავად ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

„ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იქ იყვნენ ტერორისტები“, – აღნიშნა ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი