რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის მმართველი პარტიის სათავეში დაბრუნდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის მმართველი პარტიის სათავეში დაბრუნდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

კენჭისყრა ანკარაში, პარტიის მეექვსე საყოველთაო ყრილობისას გაიმართა. ერდოღანის კანდიდატურას მხარი 1380-ვე დელეგატმა დაუჭირა. ის აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ამგვარად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, მმართველი პარტიის სათავეში კვლავ დაბრუნდა.

2014-2017 წლებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ აჰმეთ დავუთოღლუ და ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობდნენ, რადგან თურქეთში მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკური პარტიების სათავეში ყოფნის უფლება არ ჰქონდა. 2017 წლის რეფერენდუმის შედეგად განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრეზიდენტს ამის უფლება მიეცა და ერდოღანი კვლავ გაწევრიანდა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში“.