რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი უარს არ იტყვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რაიონებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი უარს არ იტყვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რაიონებზე

თურქეთი უარს არ იტყვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რაიონებზე და გააგრძელებს გეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„არასდროს დავუშვებთ ბანდიტიზმს ჩვენს კონტინენტურ შელფზე“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა და დასძინა, რომ თურქეთს პოზიციას ვერც სანქციები და ვერც მუქარები შეაცვლევინებს.

ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.

ერდოღანის თქმით, კვლევითი ხომალდი თავის სამუშაოს ხმელთაშუა ზღვაში 23 აგვისტომდე გააგრძელებს. კვლევით ხომალდს თურქეთის სამხედრო ფლოტს გემები ახლავს თან.