რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი სირიას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, რაც სირიელი ხალხი არჩევნებს გამართავს

08:32, 05.10.2018

თურქეთი  სირიას  მხოლოდ მას შემდეგ  დატოვებს, როდესაც  სირიელი ხალხი არჩევნებს  გამართავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ თურქეთი სირიას მის მფლობელებს დაუტოვებს.

გასულ თვეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუთანხმდა, სირიის ჩრდილოეთით  მოაწყოს  15-20 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა  მეამბოხეებსა და სამთავრობო მებრძოლებს შორის. თურქეთის შეიარაღებული ძალები ასევე წარმოდგენილი არიან, აფრინის რეგიონში და აღმოსავლეთით ჯარაბულუსის მიდამოებში.

მსგავსი