რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი საჭირო ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სინჯარში ერაყის სამხედრო ოპერაცია უშედეგო იქნება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი საჭირო ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სინჯარში ერაყის სამხედრო ოპერაცია უშედეგო იქნება

თუ სინჯარში ერაყის სამხედრო ოპერაცია უშედეგო იქნება, თურქეთი საჭირო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საკითხის განსახილველად ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელი თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება.

„ჩვენი დაზვერვისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერაყის ხელისუფლებამ სინჯარში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჩვენ ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. გვსურს, რომ ოპერაცია ერაყის ხელისუფლებამ დამოუკიდებლად აწარმოოს, მაგრამ პრობლემების შემთხვევაში, ბაღდადთან ახალ მოლაპარაკებებს გავმართავთ და საჭიროებისამებრ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის არმიამ აფრინის რეგიონი დაიკავა და ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ ზომების მიღებას ერაყის საზღვრამდე გეგმავს.