რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ შეთანხმებაზე უარს არ იტყვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ შეთანხმებაზე უარს არ იტყვის

თურქეთი რუსეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ შეთანხმებაზე უარს არ იტყვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, აშშ-ის მხრიდან „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე შეთავაზება არ იყო ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორც რუსეთის შემთხვევაში.

„გარკვეული ნაბიჯი ჩვენ გადავდგით, არის შეთანხმება და ჩვენ მისი ერთგული ვართ. საუბარი არ არის იმაზე, რომ ნაბიჯი უკან გადავდგათ“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივ მოგებაზე დაფუძნებული მიდგომა ყველა ქვეყნის ინტერესშია და წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი არ არის ვალდებული რამე იყიდოს.

„ეს-400“ რუსული თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების განადგურება შეუძლია. სისტემა 27 კილომეტრის სიმაღლეზე მოქმედებს.

დატოვე კომენტარი