რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზადაა, სტამბოლში ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გამართოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზადაა, სტამბოლში ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გამართოს

თურქეთი მზადაა, სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გამართოს. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. თურქეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთისგან დამნაშავეების გადაცემას ითხოვს.

„თუ საუდის არაბეთი ვერ ახერხებს დასაჯოს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელები, მაშინ გადმოგვცენ ისინი. ჩვენ შეგვიძლია სასამართლო გავმართოთ, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სამართალთან“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის პრინცს აკისრებს.