რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მზად არის, რუსეთის მარცვლეული ფქვილად აქციოს და შემდეგ აფრიკის ქვეყნებში საჭიროების შესაბამისად გაგზავნოს
თურქეთი მზად არის, რუსეთის მარცვლეული ფქვილად აქციოს და შემდეგ აფრიკის ქვეყნებში საჭიროების შესაბამისად გაგზავნოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის ადგილი და პოზიცია გლობალურ პოლიტიკაში ძალიან განსხვავებულია და სწორედ თურქეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის პრობლემა მოაგვარა.
„ჩვენ არ დაგვისრულებია. ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს მაშინ, როდესაც ყველა სხვა უტევს რუსეთს. პირიქით, ჩვენ შევინარჩუნეთ ისეთივე ურთიერთობა ბატონ პუტინთან, როგორც ადრე. მან კარგი შეთავაზებაც კი გააკეთა და თქვა: „მარცვალს უფასოდ გავგზავნი“. ჩვენ ვუთხარით: „თქვენს უსასყიდლოდ გაგზავნილ მარცვლეულს ჩვენს წისქვილებში დავფქვავთ და გავაგზავნით აფრიკის ღარიბ ქვეყნებში“. ახლა ჩვენი მიზანია ხორბლის ფქვილად გადაქცევა და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში გაგზავნა, იმიტომ, რომ 44 პროცენტი აქამდე წავიდა ევროპაში. ახლა ჩვენ დავაბალანსებთ ამას და გავაგზავნით ფქვილს ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში, რათა საუკეთესო პასუხი გაეცეს მათ მოლოდინებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.