რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა

თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური და არამხოლოდ რეგიონული ძალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში.

„ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე ისაუბრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმატებებზე და აღნიშნა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები იცავენ 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას.

„პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ, დღეს იქცა თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად, რაც ყველა ჩვენგანის სიამაყის წყაროა. თურქეთი წერს ეპოსს თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – განაცხადა ერდოღანმა.