რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფანი თანამედროვე აბრეშუმის გზის ექვივალენტია და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად უკეთ გასაგები ხდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფანი თანამედროვე აბრეშუმის გზის ექვივალენტია და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად უკეთ გასაგები ხდება

კასპიის ტრანზიტის აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც თანამედროვე აბრეშუმის გზის ექვივალენტია, ყოველდღიურად უკეთ გასაგები ხდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა გააგრძელებს ამ დერეფნის განვითარებას ყაზახეთსა და სხვა პარტნიორებთან ერთად არა მხოლოდ საქონლის გადაზიდვისთვის, არამედ ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვისაც.

„ჩვენ ვისწრაფვით, რომ ყაზახეთიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნედლი ნავთობის ექსპორტიორიდან, მსოფლიო ბაზრებზე მეტი ნავთობი ჩვენი ქვეყნის გავლით გავიტანოთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.