რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხეთის მიერ ყარაბაღის ოკუპაციის დასრულება რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხეთის მიერ ყარაბაღის ოკუპაციის დასრულება რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს

თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სომხეთის მიერ ყარაბაღის ოკუპაციის დასრულება რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს.

„აუცილებელია რეგიონში არსებული კრიზისის დასრულება, რომელიც ზემო ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო“, – განაცხადა ერდოღანმა.

სომხეთს საბრძოლო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა თურქეთის თავდაცვის მინისტრმაც. ჰულუსი აკარის განცხადებით, სომხეთმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და უკან გაიწვიოს დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც უცხოეთიდან შეიყვანა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.