რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სოციალური მედიის არხები სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სოციალური მედიის არხები სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქცა

სოციალური მედიის არხები სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქცა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „თურქული საბჭოს მედია ფორუმზე“ დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი ქვეყანა და საზოგადოება, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, არ არის დაცული „ციფრული ფაშიზმის“ დესტრუქციული ეფექტისგან.

„დღესდღეობით სოციალური მედიის ფართო გამოყენების გამო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ხშირად ვაწყდებით დეზინფორმაციულ კამპანიებს. სოციალური მედიის არხები, სადაც არ არის კონტროლი ან თვითკონტროლი, საფრთხედ იქცა დემოკრატიის, სოციალური მშვიდობისა და სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. არც ერთი ქვეყანა და საზოგადოება, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, არ არის დაცული „ციფრული ფაშიზმის“ დესტრუქციული ეფექტისგან“, – განაცხადა ერდოღანმა.