რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგების აღმოჩენის შანსები მაღალია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგების აღმოჩენის შანსები მაღალია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი აირის ახალი მარაგების აღმოჩენის შანსები მაღალია. ამის შესახებ მან დოლმაბაჰჩეს სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი არ გაჩერდება, ვიდრე ენერგეტიკის სფეროში ექსპორტიორი ქვეყანა არ გახდება. ერდოღანის განცხადებით, ქვეყანა ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემების ძირეულად მოგვარებას გეგმავს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, მოსახლეობამ ახლადაღმოჩენილი მარაგით სარგებლობა უკვე 2023 წლისთვის შეძლოს.

შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი მარაგი 20 ივლისს აღმოაჩინეს.