რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო კამპანიას 26 მაისს ქალაქ ერზრუმიდან დაიწყებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო კამპანიას 26 მაისს ქალაქ ერზრუმიდან დაიწყებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო კამპანიას აღმოსავლეთ თურქეთიდან დაიწყებს.

26 მაისს თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ქალაქ ერზრუმში გაიმართება.

კამპანიის დაწყებამდე, თურქეთის მმართველი პარტია შეიკრიბება და საარჩევნო მანიფესტს და დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

ერდოღანის მხარდამჭერი აქციები თურქეთის 30 პროვინციაში გაიმართება.

24 ივნისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადავა.