რეჯეფ თაიფ ერდოღანი - როდესაც სირიაში ასეთი რამ ხდება, სად არის ნატო, რატომ არ იკავებს ჩვენს მხარეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - როდესაც სირიაში ასეთი რამ ხდება, სად არის ნატო, რატომ არ იკავებს ჩვენს მხარეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს აკრიტიკებს, რადგან ალიანსი სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარს არ უჭერს. როგორც სააგენტო Anadolu წერს, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის მოსაზღვრე თურქეთი როგორც ტერორისტული ჯგუფების, ისე სირიის რეჟიმის სამიზნე ხდება.

„როდესაც ასეთი რამ ხდება სირიაში, სად ხარ შენ, ნატო, რატომ არ იკავებ ჩვენს მხარეს?“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

ერდოღანის თქმით, სირიაში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ განხორციელებით, ნატო-ს სამხრეთ საზღვრებს იცავს, თუმცა ალიანსი მას მხარს არ უჭერს.

სახელმწიფო სააგენტო Anadolu აღნიშნავს, თებერვალში 66 წელი შესრულდა, რაც თურქეთი ნატო-ს წევრია, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის თანახმად, ნატო-ს ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად აღიქმება.