რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ობიექტები, რომლებიც საკვებს მაღალ ფასებში ყიდიან, დიდ ჯარიმებს დაექვემდებარება

17:50, 29.01.2021

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ობიექტები, რომლებიც საკვებს მაღალ ფასებში ყიდიან, დიდ ჯარიმებს დაექვემდებარება.

მისივე თქმით, თურქეთის მთავრობა პანდემიის განმავლობაში მცირე ბიზნესებს დაეხმარება.

თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტებისგან შექმნილ უარყოფით მოვლენებს ქვეყანა გადალახავს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.45 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 25 605 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი