რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო-მ აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო-მ აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე

ნატო-მ აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე, – ამის შესახებ ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან მათი პრინციპები და გააძლიერონ ალიანსი. ალიანსმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს იქ, სადაც ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა საჭიროა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შავ ზღვამდე, ევროპიდან აზიამდე. ახლა არ არის პასუხსიმგებლობისგან თავის არიდების დრო, ახლაა პასუხისმგებლობის აღების დრო. ნატო-მ საკუთარ თავზე უნდა აიღოს უფრო მეტი ეფექტიანი ინიციატივები გლობალური გამოწვევების წინაშე ყოფნისას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.