რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მთიანი ყარაბაღი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, თურქეთის პრობლემაცაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მთიანი ყარაბაღი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, თურქეთის პრობლემაცაა

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის პრობლემაცაა.

ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

„მთიანი ყარაბაღი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთღის პრობლემაცაა.

მთავარი სურვილია, მივაღწიოთ პრობლემის დარეგულირებას აზერბაიჯანის სუვერენიტეტის გათვალისწინებით და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით“,- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაში შუამავალი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის პოზიცია.

ერდოღანის თქმით, „შუამავლების ძალისხმევა, რომელიც აზერბაიჯანის მიწების დეოკუპაციისკენაა მიმართული, საკმარისი არ არის.“ ერდოღანმა ასევე ისაუბრა სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივაზე.

მისივე განმარტებით, თურქეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლისთვის 15 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.

„ჩვენ მოვახერხეთ უზარმაზარი ერთობლივი პროექტების რეალიზაცია. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი „ტანაპი“ და სხვები. ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 4,5 მილიარდიდან, 2023 წლისთვის, 15 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ“ – განაცხადა ერდოღანმა.

დატოვე კომენტარი