რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა. თურქეთის პრეზიდენტს აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დახვდა.

თურქეთის პრეზიდენტთან ერთად მოსკოვში ჩავიდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და ფინანსთა მინისტრი ბერატ ალბარიაკი.

თურქეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა იდლიბში არსებული მდგომარეობა იქნება.