რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მოჰამედ მორსი წამებულია და ისტორია არ დაივიწყებს იმ ტირანებს, რომლებიც მისი სიკვდილის მიზეზი გახდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მოჰამედ მორსი წამებულია და ისტორია არ დაივიწყებს იმ ტირანებს, რომლებიც მისი სიკვდილის მიზეზი გახდნენ

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მოჰამედ მორსი წამებულია და ისტორია არ დაივიწყებს იმ ტირანებს, რომლებიც მისი სიკვდილის მიზეზი გახდნენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოჰამედ მორსი პრეზიდენტად ეგვიპტის მოსახლეობამ აირჩია და შემდეგ ტირანმა აბდელ ფატა ალ-სისიმ ჩამოაგდო, რომელიც მისი კაბინეტის წევრი იყო.

„მოჰამედ მორსი გადატრიალების მომწყობმა სასამართლომ გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ბოლო ამოსუნთქვა მას სასამართლო დარბაზში ჰქონდა, რომელიც მორსის და მისი ხალხის მრავალწლიანი დევნის სიმბოლო გახდა. ყველა მუსლიმს ემახსოვრება მოჰამედის საპატიო ბრძოლა, რომელსაც იგი ბოლო ამოსუნთქვამდე აწარმოებდა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი 17 ივნისს სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა, სადაც მის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობდა.

ეგვიპტის „მუსლიმთა საძმოს“ ჯგუფის ლიდერი მოჰამედ მორსი პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. 2013 წელს ეგვიპტის არმიის მეთაურმა, აბდელ ფატა ალ-სისიმ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და მოჰამედ მორსი ჩამოაგდო.