რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მიმდინარე კვირაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინსა და ტრამპთან მოლაპარაკებები გავმართოთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება
მიმდინარე კვირაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინსა და ტრამპთან მოლაპარაკებები გავმართოთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის განცხადებით, მან აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ანკარა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების თურქეთში შეკრებას ისახავს მიზნად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა, დაესწროს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის თურქეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დათანხმდება მონაწილეობას.